ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსის თქმით, რომ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულები შეწყალებულნი უნდა იყვნენ.
მისივე თქმით, რადგან საპატრიარქოს ასეთი პოზიცია ჰქონდა პატიმრებთან დაკავშრებით, ახალ პატრიარქს დრო უნდა მიეცეს ამ საკითხის დაყენებისთვის.
"რადგან საპატრიარქოს ასეთი პოზიცია ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის შორს, როგორც ფიქრი, იდეა, მოქმედება. არ ვიცი ეს როგორ იქნება. მის უწმინდესობას რაღაც დროც უნდა მივცეთ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს. უნდა იყვნენ შეწყალებულნი. ყველა საკითხი პოლიტიზებული ხდება. ეს არ უნდა მოვახდინოთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ", - თქვა მეუფე დოსითეოსმა.