"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა.
გრიგოლ გეგელიამ ახლად არჩეულ პატრიარქს მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობით, ღირსებით და ერთიანობის იდეებით მართვა უსურვა.
მინდა მივულოცო საქართველოს ახალ კათალიკოსს, უწმინდესს და უნეტარესს შიო მესამეს. მინდა მას ვუსურვო მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობით, ღირსებით და იმ იდეებით, იმ ერთიანობის იდეებით მართვა, რაც მას წარმოუდგენია ახლა საუკეთესო ჩვენი ერთისთვის. ითანამშრომლონ საერთო, სასიკეთო მიზნების მისაღწევად და მე ვფიქრობ, რომ მის უწმინდესობას შეუძლია ამაში ძალიან დიდი როლი შეიტანოს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინტრონიზაციის შემდეგ.