საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, ევროპარლამენტის მოწოდებისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების შემდეგ“.
"რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, ევროპარლამენტის მოწოდებისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების შემდეგ...
მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები და განიხილოს ამ ჯილდოს ჩამორთმევის საკითხი, მისი იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ აღიარებულ ღირებულებებს“- აღნიშნულია რეზოლუციაში.