საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ახალი პატრიარქი საპროტეტსო აქციების ფარგლებშ დაკავებულების გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს.
ამის შესახებ დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა ახალი კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციაზეც.
სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია იქნება დღეს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა. ჩვენი ეკლესიის დაფუძნება სწორედ მოციქულ ანდრიას უკავშირდება. ასე რომ, დღეს ბევრი რამ არის სასიხარულო და ერთმანეთს ავსებს“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.