მომავალი პატრიარქი სიბრძნით, გონიერებით წარმართავს თავის მოვალეობას. მე მინდა დავლოცო და ვუსურვო სიმტკიცე რწმენასა და სულიერებაში - ამის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია უნდა გაიმართოს.
შეკითხვაზე, დააყენებს თუ არა ახალი პატრიარქი საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავეული პატიმრების გათავისუფლების საკითხს, მეუფე ილარიონმა თქვა, რომ ეს საკითხი სსავარაუდოდ გადაიხედება და ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს.
"მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ფოტო: "ტვ პირველი"