რუსეთის პატრიარქი კირილი შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს.
"გულითადად გილოცავთ თქვენო უწმინდესობავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას. ამ ცნობამ ჩვენი ეკლესიის შვილების გულებში აღდგომის სიხარული კიდევ უფრო გააძლიერა იმ ადამიანების გულებში, რომელთაც ივერიის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიმართ გულწრფელი სიყვარული აქვთ.
ღვთის განგებულებით, ჩვენი და ეკლესიები უძველესი დროიდან არიან დაკავშირებულნი საერთო ისტორიით, რევნით მოწმობენ სახარებისეულ ჭეშმარიტებას და ურყევად იცავენ სარწმუნოებას, რომელიც „ერთგზის მიეცა წმიდათა“ (იუდ. 1, 3). საქართველოში მრავალჯერ სტუმრობისას და ივერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მიღებისას, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ერთმორწმუნე ერების ღრმა სულიერ სიახლოვეს.
ვლოცულობ, რომ ღვთის შეწევნით, თქვენს პირველმღვდელმთავრულ მსახურებაში ღირსეულად გაგრძელდეს ძმური ურთიერთობების ის ტრადიციები, რომლებიც თქვენს ღირსეულ წინამორბედებთან, განსაკუთრებით კი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივცემულ, ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ჩამოყალიბდა.
გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და ღვთის შეწევნას მრავალი მშვიდობიანი და კურთხეული საპატრიარქო წლის განმავლობაში", - ნათქვამია მილოცვაში.