"ძლიერი საქართველო - ლელო" მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღვარი ჰყავს — წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტად არჩეულ იქნა შიო მესამე (მუჯირი) .
კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო“ ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ილია II-ის უდიდეს ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოს, ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაკავშირებულია ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასთან, საეკლესიო და სულიერი ცხოვრების აღორძინებასთან და ურთულეს ისტორიულ ეტაპებზე საზოგადოების გამთლიანებისადმი მუდმივ ძალისხმევასთან.
გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ძლიერი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას, რელიგიური თავისუფლების დაცვასა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, სადაც თითოეული ინსტიტუცია საკუთარი პასუხისმგებლობით ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას.
ღმერთის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ახლადარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, ერთობა და ღირსეულ მომავალი ჰქონოდეს!"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.