სუმის ოლქში, ზნობ-ნოვგოროდის დასახლებაში რუსული დრონი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
მათივე ცნობით, დაშავდა 47 წლის კაცი.
ასევე, ხელისუფლების ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 46 წლის კაცი, რომელიც 3 მაისს გლუხოვში დაშავდა. მაშინ რუსული დრონი მარცვლეულის გადამტან მანქანას დაეცა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინასა და რუსეთს შორის ე.წ. „ცეცხლის შეწყვეტის“ დროს, ოკუპანტებმა 18 დასახლებაზე იერიში მიიტანეს.