სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებულია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრით, მან თავად უნდა დაურეკოს ვლადიმირ პუტინს.
ფიცოს თქმით, ეს განცხადება მან მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, მან პუტინს გადასცა უკრაინის პრეზიდენტის გზავნილი.
„მან [ზელენსკიმ] ორშაბათს სომხეთში, ჩვენს პირად შეხვედრაზე მითხრა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს,“ - განაცხადა ფიცომ.
ფიცომ ასევე გააჟღერა პუტინის პასუხი: მისი თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრით არის დაინტერესებული, მან რუსეთის ლიდერს თავად უნდა დაურეკოს.
ამასთან, ფიცომ დადებითად შეაფასა ცეცხლის შეწყვეტის 11 მაისამდე გაგრძელება და აღნიშნა, რომ ეს „საჭირო პროცესებისთვის სივრცეს“ შექმნის.
„დიპლომატიური ძალისხმევა, დიალოგი და მოლაპარაკებები ათასჯერ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთმანეთის უაზრო და ურთიერთგანადგურება,“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს პუტინს, თუმცა არა მოსკოვში და კიევში. მისი თქმით, ასეთი შეხვედრისთვის უამრავი ადგილი არსებობს - მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში ან აშშ-ში.
გუშინ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მესამე ქვეყანაშიც, თუმცა მისი თქმით, ეს შეხვედრა მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერის მიზნით უნდა გაიმართოს.