მეტრო "300 არაგველზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. მედიის ინფორმაცით, სამაშველო ჯგუფმა მოქალაქე ლიანდაგებიდან ამოიყვანა და ის ამ წუთებში, სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.
მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.