უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა გამოეხმაურა ვენეციის ბიენალეს გარშემო განვითარებულ ბოლო მოვლენებს, მათ შორის ჟიურის გადადგომის გადაწყვეტილებას.
სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ ჟიურის გადადგომა აჩვენებს იმ გადაწყვეტილებების შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ხელოვნების წამყვან პლატფორმებზე მიიღება.
„აგრესორის კულტურა ომის პირობებში არ შეიძლება იყოს ნეიტრალური და არ უნდა იქცეს აგრესორის ინტერესების მომსახურების, მისი დანაშაულების გამართლებისა და პროპაგანდის გავრცელების ინსტრუმენტად", - წერს სიბიჰა.
სიბიჰამ ასევე აღნიშნა, რომ ვენეციის ბიენალეს მიერ რუსეთის დაშვება თავიდანვე სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.
თავიდანვე, ბიენალეს ლაჩრული არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, სამარცხვინო იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აზიანებს დღესაცეს გადაწყვეტილება თავად ბიენალეს რეპუტაციას. უკრაინა მადლობას უხდის ყველას, ვინც მორალური პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებით უარს ამბობს ამ სირცხვილის მიღებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ვენეციის ბიენალეს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და არ დაუშვას რუსეთის მონაწილეობა. ჯერ კიდევ არის დრო დაბრუნდეს პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საერთაშორისო ხელოვნების საზოგადოება იცავდა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სასტიკი ომის დაწყების შემდეგ", - წერს სიბიჰა.
ცნობილია, რომ ვენეციის ბიენალეს საერთაშორისო ჟიურის ექვსმა წევრმა, თავმჯდომარე სოლანჟ ოლივეირა ფარკასთან ერთად, გადადგომის შესახებ განაცხადა ბიენალეზე რუსეთისა და ისრაელის დაშვებასთან დაკავშირებით.
ჯამში, 20-ზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მოუწოდა ბიენალეს, არ დაუშვას რუსეთის მონაწილეობა ღონისძიებაში.