მედიის ცნობით, კანადის ქალაქ ტუმბლერ-რიჯში, სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებმა კომპანია OpenAI-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს სემ ალტმანს უჩივლეს.
7 ოჯახი ამბობს, რომ 18 წლის თავდამსხმელი, ჯესი ვან რუტსელარი ხელოვნურ ინტელექტს "სახიფათო თემებზე" ესაუბრებოდა, მათ შორის, მასობრივ სროლაზე და იარაღით ძალადობაზე.
მოსარჩელეები OpenAI-ს დაუდევრობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კომპანიამ პოლიციას არ შეატყობინა ეჭვმიტანილის მიერ ChatGPT-ში დაფიქსირებული ძალადობრივი აქტივობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ამ ინფორმაციას აღრიცხავდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიაში განიხილებოდა სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუმცა კომპანიას ადგილობრივი პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.
სარჩელის მიხედვით, OpenAI-მ ასევე არასწორად წარმოაჩინა ვითარება, როდესაც განაცხადა, თითქოს ეჭვმიტანილის ანგარიში დაბლოკილი იყო, მაშინ როცა ის მხოლოდ დროებით დეაქტივირდა და მოგვიანებით მან ახალი პროფილი შექმნა.
ოჯახები ასევე მიუთითებენ GPT-4o მოდელის ხარვეზებზე, რომელსაც „დეფექტურად“ მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ იგი შესაძლოა ტრაგედიის ხელშემწყობი ფაქტორი გამხდარიყო.
სარჩელები მოიცავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და კომპანიას მასობრივი მკვლელობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
სემ ალტმანმა განცხადებაში მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ კომპანია მომავალში გააძლიერებს თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
მასობრივი სროლა კანადაში, თამბლერ რიჯის უნივერსიტეტში თებერვალში მოხდა. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 6 არასრულწლოვანი.