მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუ დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, შეუერთდეს „მსურველთა კოალიციას“.
ამის შესახებ სანდუს კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცახდა.
მისი განმარტებით, უკრაინულ მხარესთან უკვე განიხილეს, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს ქვეყნის ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით. „ჩვენ უკვე ვეხმარებოდით, მათ შორის განაღმვის მიმართულებით“, - აღნიშნა მან.
სანდუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კიშინიოვი მზად არის იმუშაოს კონკრეტულ ფორმატებზე, თუ რა სახის წვლილი შეუძლია მოლდოვას აღნიშნული კოალიციის ფარგლებში შეიტანოს.