ირანი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მათ ვერ გაურკვევიათ, ვინ არის მათი ლიდერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ირანი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მათ ვერ გაურკვევიათ, ვინ არის მათი ლიდერი! შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს რადიკალებს, რომლებიც ბრძოლის ველზე ძალიან მარცხდებიან და ზომიერებს შორის, რომლებიც სინამდვილეში არც ისე ზომიერები არიან (მაგრამ უფრო და უფრო პატივისცემას იძენენ). სრული სიგიჟეა!
ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე. ვერცერთი გემი ვერ შევა და ვერ გამოვა აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე. ყველაფერი „მჭიდროდ ჩაკეტილია“, ვიდრე ირანი გარიგებას არ დადებს!“ - წერს ტრამპი.