ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფისა და სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმებას მიესალმება.
მისი თქმით, კარგი ამბებით მიემგზავრება კვიპროსზე.
„კვიპროსისკენ კარგი ამბით მივემგზავრებით. მაშინ, როდესაც რუსეთი თავის აგრესიას აძლიერებს, ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ვაორმაგებთ, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს თავი დაიცვას და რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა ამ გადაწყვეტილებების სწრაფი განხორციელებაა.