ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედია მის მიერ მთავრობის მეთაურის პოსტის დატოვებით მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ ინტერესდებოდა, თუმცა იმედი არაერთხელ გაუცრუვდა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იმ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, განუცხადა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვოს.
„ეს კითხვა თქვენ დამისვით საპარლამენტო არჩევნების წინ, მუნიციპალური არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. მაშინაც ჩემზე მეკითხებოდით, გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!“- განაცხადა კობახიძემ.