პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ დაეხმარება უნგრეთს, რათა ის „ჩვეულ ევროპულ ცხოვრებას დაუბრუნდეს“.
ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა კომენტარი გააკეთა უნგრეთში არჩევნების შედეგად წარმოქმნილ ცვლილებებზე.
მისი თქმით, მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სთხოვა, რომ პოლონეთი დაეხმაროს უნგრეთს სრულად დაუნრუნდეს ევროპულ ცხოვრებას.
ტუსკმა განაცხადა, რომ ამ პროცესში უნგრეთს დახმარებას გაუწევენ:
„რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს უნგრელ მეგობრებს ამ, უდავოდ რთულ პროცესში,“ — აღნიშნა მან.
მაკრონმაც ისაუბრა პეტერ მადარისა და მისი პარტიის „ტისას“ გამარჯვებაზე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში და თქვა, რომ ეს ნიშნავს „ახალ ეპოქას“ უნგრეთისა და ევროპისათვის.
მისივე თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა 90 მილიარდი ევროს კრედიტთან დაკავშირებული პროგრესი, რომელიც დეკემბერში დამტკიცდა და მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპის სანდოობისთვის.