უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული რაკეტით დაზიანებული ნავთობსადენი "დრუჟბა" აპრილის ბოლომდე შეკეთდება და ფუნქციონირებას შეძლებს.
„როგორც დავპირდით, აპრილის ბოლომდე ის შეკეთდება — არა სრულად, მაგრამ საკმარისად, რომ ფუნქციონირება შეძლოს.“
მისი თქმით, ყველა რეზერვუარი ერთდროულად ვერ აღდგება, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია.
„მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა - შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირებას? დიახ!“ — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
20 მარტს ევროკავშირი მიესალმა უკრანის ვალდებულებას, რომ რუსული რაკეტით დაზიანებულ ნავთობსადენს ექვსი კვირის განმავლობაში აღადგენს.
ამას წინ უძღოდა ევროკავშირის წინადადება ფინანსური რესურსებისა და ექსპერტული დახმარების მობილიზების შესახებ, რათა აღდგეს ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში.
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ განბლოკავდა უკრაინისთვის ხელსაყრელ არცერთ გადაწყვეტილებას, ვიდრე "დრუჟბას" მილსადენი კვლავ არ დაიწყებდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას.