ვიქტორ ორბანი აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ორბანი ხალხს ომით აშინებდა, ახალგაზრდა თაობის დაშინებას, ამბობდა, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა უნგრელი ხალხის ოჯახის წევრებს უკრაინის ომში ფრონტის ხაზზე გაუშვებდნენ. თქვენ, უცხოური პრესის წარმომადგენლებო, აქ არ ცხოვრობთ. თქვენ არ იცით და ვერც გაიგებთ ამ გებელსის ტიპის, ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდას. ეს იყო პროპაგანდა, რომელსაც სიმართლის მარცვალიც არ ჰქონდა. ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა დაეცა, უკიდურესად დაბლა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ძალაუფლება და მოპარული ქონება და ფული.
უნგრეთში არავის უნდა ომი. მილიონობით უნგრელმა დაამტკიცა გუშინ, რომ უნგრეთის ისტორია არ იწერება არც მოსკოვში, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში, ის იწერება უნგრეთის ქუჩებში, უნგრელების მიერ. ვიქტორ ორბანმა ისეთი ხუთგანზომილებიანი ჭადრაკი ითამაშა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც გახდა მისი დამარცხების ერთ-ერთი საფუძველი. ის ყველაფერზე ლაპარაკობდა: უკრაინაზე, რუსეთზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი. ალბათ, ძილში რომ გაგეღვიძებინათ, იმასაც იტყოდა, რომ აშშ-ის არჩევნებში მან გაიმარჯვა და არა დონალდ ტრამპმა. ვიქტორ ორბანი საუბრობდა ყველაფერზე, გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც უშუალოდ უნგრელ ხალხს აწუხებდა, - განაცხადა მადიარმა.