ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდები და ჯარისკაცები არ მიიღებენ მონაწილეობას შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამავე დროს, მედიის ცნობით, გამნაღმავი ხომალდები და უპილოტო აპარატებთან ბრძოლის საშუალებები რეგიონში მუშაობას აგრძელებენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის მხარდაჭერას და ჰორმუზის გახსნის უზრუნველყოფას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და ქვეყნის შიგნით ცხოვრების ხარჯების შემცირებისთვის“, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
აშშ-მა ირანის პორტების ბლოკადის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებმა ვერ უზრუნველყო გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 13 აპრილს, დილის 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს