უნგრული მედია წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა არჩევნებში ვიქტორ ორბანის ისტორიული მარცხის შესახებ.
ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ სიიარტო უკვე 16 საათზე მეტია სოციალურ ქსელებში დუმს მისი ბოლო პოსტი Facebook-ში კვირას დაახლოებით 16:00 საათზე გამოქვეყნდა და "ფიდესის" მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.
დილით კი მან გააზიარა ინფორმაცია, თუ როგორ მისცა ხმა არჩევნებში მეუღლესთან ერთად.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო კრიტიკის ეპიცენტრში აღმოჩნდა ვიქტორ ორბანისა და მისი გუნდის მიმართ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაავრცელა ინფორმაცია მისი საუბრების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
მას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსეთს გადასცემდა კონფიდენციალურ დეტალებს მოლაპარაკებებიდან, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის სამიტებზე.