უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგი აშკარაა.
CNN-ის ინფორმაციით, ორბანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები მტკივნეულია „ფიდესისთვის“.
ამასთან, მისი თქმით, პარტია „ტისას“ გამარჯვება მიულოცა.
„მთავრობის ფორმირების პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას“, - განაცხადა ორბანმა.