ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საწინააღმდეგო აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
50-ზე მეტმა მუსიკალურმა ჯგუფმა, შვიდსაათიანი „სისტემის დამანგრეველი კონცერტის“ ფარგლებში თითო სიმღერა შეასრულა.
შეკრებილები, რომელთა უმეტესობაც ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, მათ შორის: „Ruszkik haza!“ („რუსებო, წადით სახლში!“). ეს იყო 1956 წლის უნგრეთის ანტისაბჭოთა რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი შეძახილი, რომელმაც ახალი მნიშვნელობა შეიძინა იმ ფონზე, რომ ორბანი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს მოსკოვთან.
ღონისძიების ორგანიზატორმა ჯგუფმა — „სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობამ“ განაცხადა, რომ თითოეული სიმღერა, რომელიც უნდა შესრულდა, „კრიტიკული იყო კორუმპირებული რეჟიმის მიმართ“ და მიზნად ისახავდა „ამომრჩეველთა ფართო მასებისთვის ეჩვენებინა და გაეცნობიერებინა, რომ დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა“.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტია Tisza, რომელსაც ხელმძღვანელობს პეტერ მაგიარი, სხვადასხვა კატეგორიაში 9, 11 და 13 პროცენტული პუნქტით უსწრებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიას Fidesz-ს.