ჩვენ ახლა ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირანის საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები განადგურებულია.
"მათი საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი საჰაერო თავდაცვის სისტემა ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადარები გამორთულია, მათი რაკეტებისა და დრონების ქარხნები, ისევე როგორც თავად რაკეტები და დრონები, დიდწილად განადგურებულია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი დიდი ხნის „ლიდერები“ აღარ არიან ჩვენთან - დიდება ალაჰს!
მათგან ერთადერთი რაც დარჩათ არის საფრთხე, რომ რომელიმე გემი შესაძლოა მათ ზღვის ნაღმებს შეეჯახოს, თუმცა, სხვათა შორის, მათი 28 ნაღმმტყორცნი ნავი უკვე ზღვის ფსკერზეა.
ჩვენ ახლა ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, როგორც კეთილგანწყობის ჟესტს მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვების მიმართ. გასაოცარია, მაგრამ მათ არ აქვთ გამბედაობა ან ნება, რომ ეს სამუშაო თავად შეასრულონ.
ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მრავალი ქვეყნის ცარიელი ნავთობის ტანკერები ახლა აშშ-ისკენ მიემართებიან, რათა ნავთობით აივსონ", - წერს ტრამპი.