რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი, აშშ-ში იმყოფება, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად სამშვიდობო შეთანხმებისა და აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი, ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ხვდება უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებისა და აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხების განსახილველად,“ - წერს გამოცემა.
Reuters აღნიშნავს, რომ დმიტრიევის ვიზიტი წინ უძღვის აშშ-ის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს რუსეთის ნავთობზე სანქციების შემსუბუქება, რომელიც 11 აპრილს იწურება და შესაძლოა, ეს საკითხიც დღის წესრიგში დადგეს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მალე გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ომის დასრულების შესახებ, თუმცა მისი ფორმატი ჯერ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული.
4 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, განაცხადა, რომ აღდგომის შემდეგ კიევში ამერიკის დელეგაციის ჩასვლას ელოდებიან.