უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა „სარკისებურ ნაბიჯებზე“ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის“ საპასუხოდ.
„უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. ჩვენ წელსაც შევთავაზეთ სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და შესაბამისადაც ვიმოქმედებთ.
ხალხს სჭირდება აღდგომა ყოველგვარი საფრთხის გარეშე და რეალური წინსვლა მშვიდობისკენ. რუსეთს კი აქვს შანსი, რომ არ დაუბრუნდეს დარტყმებს არც აღდგომის შემდეგ“, - აცხადებს ზელენსკი.
კრემლში განაცხადეს, რომ პუტინმა გამოაცხადა „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა“, რომელიც 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე გაგრძელდება.