უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის „რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის ვაჭრობის“ შესახებ ჯეი დი ვენსის განცხადებას უპასუა და განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.
უნგრეთში ვიზიტის დროს ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის „რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე“ ვაჭრობას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
„ვიცე-პრეზიდენტი, არ მონაწილეობს აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებებში. და მე ვფიქრობ, რომ თუ ის და სხვა ოფიციალური პირები [ამ მოლაპარაკებებში] მონაწილეობას მიიღებდნენ, ისინი ალბათ უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის „ნაკუწი“, რა არის... უკრაინის ტერიტორია, დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორია“, - განაცხადა ზელენსკიმ ვენსის განცხადებების კომენტირებისას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიზნებს შორის ტერიტორიების ოკუპაციაა და ეს მიზანი ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის არსებობდა.
ჯეი დი ვენსმა უნგრეთში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „აზრი აღარ აქვს“ და საბოლოოდ, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.