პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
ცოტა ხნის წინ ადგილზე უცნობი პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“. რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.
სიტუაციის განმუხტვა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა სცადეს. მათ ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებული შაკო ბაღდოშვილია.
პარალელურად ისმოდა შეძახილები: „ძირს ბიძინას რუსული რეჟიმი!“.
"მონებო, მონებო“,- მიმართა ადგილზე მისულმა მოქალაქემ აქტივისტებს.
9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ და მემორიალის გარშემო არიან განლაგებული.