ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისჰაკ დართან და მადლობა გადაუხადა კონფლიქტში შუამავლობისთვის.
მისი თქმით, შეთანხმება ქმნის საჭირო შანსს, რათა შემცირდეს საფრთხეები, შეჩერდეს რაკეტები, განახლდეს ნაოსნობა და შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის მდგრადი შეთანხმების მისაღწევად.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ომის ძირითადი მიზეზები ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ამიტომ „შუამავლობისთვის კარი ღია უნდა დარჩეს“.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ქმნის შესაძლებლობას გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
„ეს ქმნის უკიდურესად აუცილებელ შესაძლებლობას საფრთხეების შესამცირებლად, სარაკეტო დარტყმების შესაჩერებლად, ნავიგაციის აღსადგენად და სივრცის შესაქმნელად დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევისკენ იქნება მიმართული. ჰორმუზის სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას ნავიგაციისთვის. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და კონტაქტზეა რეგიონში პარტნიორებთან. დღეს ამ საკითხს საუდის არაბეთში განვიხილავ“, – წერს კალასი.