ისრაელმა სამშაბათს ირანში რკინიგზასა და ხიდებზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„გუშინ ჩვენმა პილოტებმა ირანის საჰაერო ძალების ბაზაზე სატრანსპორტო თვითმფრინავი და ათობით ვერტმფრენი გაანადგურა. დღეს მათ რკინიგზა და ხიდები დაბომბეს, რომლებსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყენებდა “, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
„ისინი მათ იარაღისთვის ნედლეულის, თავად იარაღის და იმ აგენტების გადასატანად იყენებენ, რომლებიც ჩვენ, შეერთებულ შტატებსა და რეგიონის ქვეყნებს თავს ესხმიან - იგივე აგენტები, რომლებიც ასევე ირანელ ხალხს ავიწროებენ“, - განაგრძო მან.
„ისინი მათ იარაღის მასალის, თავად იარაღის და ძალების გადაზიდვის მიზნით იყენებენ, თავს გვესხმიან ჩვენ, შეერთებულ შტატებსა და რეგიონის ქვეყნებს, ასევე, ირანელი ხალხის რეპრესიას ახდენენ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები „ირანელი ხალხის წინააღმდეგ არ იყო მიმართული“.