ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა და არც განწყობა... ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოში ჩამოსული სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ლიდერთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა და არც განწყობა... ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოში ჩამოსული სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ლიდერთან და, რა საკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციას ვერ დაგიშლით... ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, როგორც ამ ხელისუფლების ჩამომყალიბებელი, როგორც ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის გადარჩენის პროცესში, რა საკვირველია, შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს გუშინ ბიზნესცენტრში შეხვდა.