ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა 155-ზე მეტი ირანული გემი დააზიანა ან გაანადგურა, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.
X-ზე სარდლობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აპრილის მონაცემებით, 155-ზე მეტი ირანული გემი „განადგურებულია ან დაზიანებულია“.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის დროს 13 000-ზე მეტ ირანულ სამიზნეს დაარტყა.