უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ბუდაპეშტში ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით, არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს უნგრეთის არჩევნებში.
"არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს უნგრეთის არჩევნებში. ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში - ის იწერება უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე", - წერს მადიარი.
შეგახსენებთ, ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად.
საპარლამენტო არჩვნები უნგრეთში 12 აპრილს იმართება.
გამოკითხვების უმეტესობაში პეტერ მადიარის პარტია "ტისა" ვიქტორ ირბანის პარტია "ფიდესს" 10-დან 20%-მდე უსწრებს.