დიდი ბრიტანეთი, ირანის ხიდებზე ან ელექტროსადგურებზე დარტყმების განსახორციელებლად, აშშ-ს თავისი საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას არ მისცემს. ამის შესახებ გამოცემა The i Paper იუწყება.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის საკვანძო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით დაიმუქრა, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის არ გახსნის.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო წვდომა ბრიტანულ ბაზებზე უნდა შემოიფარგლოს ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტებით, როგორიცაა რაკეტების საცავები ან საწყობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ლონდონის ინტერესების ან სპარსეთის ყურეში მისი მოკავშირეების საფრთხის შესაქმნელად.
The i Paper-ს უთხრეს, რომ ხიდებსა და ელექტროსადგურებზე აშშ-ის თავდასხმებისთვის თუ ვაშინგტონი ბრიტანული ბაზების გამოყენებას მოითხოვს, ის უარს მიიღებს.
აშშ მოითხოვს ნებართვას სამეფო საჰაერო ძალების ბაზების გამოყენების შესახებ თითოეული ცალკეული შემთხვევის მიხედვით.
გაერთიანებულ სამეფოს ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე პოტენციური დარტყმების შესახებ მსგავსი მოთხოვნა ჯერ არ მიუღია.