აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ აქვს კანადაში შეჭრის განზრახვა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე იმუქრებოდა, რომ ქვეყანას აშშ-ის „51-ე შტატად“ გადააქცევდა.
ამის შესახებ ტრამპმა რობერტ ჰარდმანთან ინტერვიუში ისაუბრა.
ინტერვიუს დროს ჰარდმანმა ტრამპს სთხოვა, „კანადისთვის თავი დაენებებინა“ და თქვა, რომ ეს „კანადის მეფეს ნამდვილად გააუბედურებს“.
„ვფიქრობ, კანადელებს 200-წლიანი ისტორია და მთელი „ო, კანადა“-ს თემაა (კანადის ჰიმნის სათაური). ამის მოგვარება სამწელიწად-ნახევარში შეუძლებელია. არამგონია, ეს (კანადის შეერთებულ შტატებთან შეერთება) მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიანიშნა, რომ იმედი აქვს, რომ კანადას, ა,ერიკის 51-ე შტატად აქცევს.
მისი თქმით, კანადელები უფრო დაბალ გადასახადებს გადაიხდიდნენ და უკეთეს სამხედრო დაცვას მიიღებდნენ, თუ ქვეყანა შეერთებულ შტატებს შეუერთდებოდა.