სერბეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ უკრაინა არ იყო დაკავშირებული სერბეთში TurkStream-ის მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილებასთან.
სერბეთის სამხედრო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა, ჯურო იოვანიჩმა, განაცხადა, რომ სადაზვერვო სამსახურები „დიდი დოზით დეზინფორმაციას“ წააწყდნენ გაზსადენზე ასაფეთქებელ მოწყობილების განთავსებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, "სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, რომ უკრაინელებმა სცადეს ორგანიზება" შეთქმულების, რომელიც მოიცავდა "სპეციალურად შეფუთულ, ჰერმეტულად დალუქულ, დეტონატორის თავსახურებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს."
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვინმე ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს, არ ნიშნავს, რომ ის არის დამნაშავე ან დამკვეთი. მან ასევე განაცხადა, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებებზე არსებული ნიშნებით, მწარმოებელი აშშ იყო.
5 აპრილს ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა.
"ჩვენი ინფორმაციით, მზადდებოდა დივერსიული აქტი", - განაცხადა ორბანმა ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის შმდეგ.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ სერბეთში გაზსადენის მონაკვეთზე დივერსია უკრაინის მიერ იყო ორგანიზებული.