უკრაინა და სირია შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში აღადგენენ კიევსა და დამასკოში მდებარე საელჩოების ფუნქციონირებას.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელში დაწერა, სირიელ კოლეგასთან, ასად ჰასან ალ-შაიბანისთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში აღვადგენთ კიევსა და დამასკოში საელჩოების მუშაობას - ეს ჩვენი პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ - აღნიშნა სიბიჰამ.
სიბიჰამ ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის შემდეგ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა ცხრაჯერ გაიზარდა. „ჩვენ ვხედავთ მკაფიო შესაძლებლობებს მისი შემდგომი გაფართოებისთვის“ - განაცხაად სიბიჰამ.
მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და სავაჭრო და საზღვაო გზების განვითარება.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა შეუერთდეს, განსაკუთრებით ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა „მარცვლეული უკრაინიდან“, რათა მხარი დაუჭიროს რეგიონში სურსათის უვნებლობას.