3 აპრილს ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრი, რომელიც ირანის ტერიტორიაზე იპოვეს და გაიყვანეს, წოდებით პოლკოვნიკია. ის სერიოზულად არის დაშავებული.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.
ტრამპმა განაცხადა, რომ F-15-ის ეკიპაჟის ბოლო გადარჩენილი წევრი „ძალიან პატივცემული პოლკოვნიკია“ და თვითმფრინავის განადგურების შემდეგ მძიმედ დაშავდა.
„ირანელი სამხედროები დიდი ძალებით ძალიან ინტენსიურად ეძებდნენ და უკვე უახლოვდებოდნენ... ასეთი რეიდები იშვიათად ტარდება ადამიანებისა და აღჭურვილობისთვის მაღალი რისკის გამო. მეორე რეიდი პირველს მოჰყვა, როდესაც პილოტი დღისით გადავარჩინეთ - ესეც ძალიან უჩვეულო ამბავია... ორშაბათს, 13:00 საათზე, სამხედროებთან ერთად ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციას გავმართავ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდებული სამხედროები!“, - დაწერა ტრამპმა და ეკიპაჟის ორი წევრის ევაკუაციის ოპერაციებს ყველა მონაწილის მიერ „გამბედაობისა და ნიჭის შთამბეჭდავი დემონსტრირება“ უწოდა.