თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.
მედიის ცნობით, თბილისის მეტროს დიდუბის ხაზზე მატარებელი დაზიანდა, რის შემდეგაც მგზავრებს ვაგონები დაატოვებინეს. როგორც მედიას თბილისის სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს, მეტრო ნაწილობრივ, ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე, სადგურიდან კი ახმეტელის თეატრის გაჩერებამდე მუშაობს.
მოძრაობის სავარაუდო აღდგენის დრო, 1 საათია.