უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობის მზადყოფნა. ზელენსკიმ ამ იდეას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ერდოღანმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ თურქეთი მზადაა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინისთვის მდგრადი მშვიდობის მიღწევაში და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს.
ამასთან ჟურნალისტებთან მოკელ კომენტარისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერდოღანი სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
„ერდოღანი სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას გვთავაზობს და ჩვენ მზად ვართ ჩამოვედით. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ლიდერების დონეზე ნებისმიერ ფორმატში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.