4 აპრილს, დილით რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის ბაზარზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 23 დაშავდა, მათ შორის 14 წლის გოგონა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მიერ აღნიშნულ სამოქალაქო ობიექტზე განმეორებითი დარტყმის შედეგად, კიდევ ორი მამაკაცი დაიჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დარტყმის შედეგად საცალო ვაჭრობის ობიექტები დააზიანა.