იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად, საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას. ამის შესახებ მელონის RAI-ს განუცხადა.
ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებისა და ვაშინგტონის მიერ მოკავშირეების მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ ჰკითხა, განსაკუთრებით სიგონელაში, იტალიის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის კონტექსტში.
როგორც ცნობილია, იტალიამ ირანში ოპერაციის დროს ამერიკულ ბომბდამშენებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლისა და სიგონელაში, იტალიის საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება არ მისცა.
მელონიმ ინციდენტზე პირდაპირი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან, არამედ უნდა იმოქმედოს საკუთარი ინტერესების დასაცავად.
„როგორც ადრე, მე მჯერა, რომ გეოპოლიტიკურ დონეზე, ევროპა დიდად ვერაფერს მოიგებს, ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტით, მაგრამ ჩვენი საქმე, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა და როდესაც არ ვეთანხმებით, ეს უნდა ვთქვათ და ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვეთანხმებით“, - განაცხადა მელონიმ.