3 აპრილის ღამეს რუსეთში რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონების ნაწილი გაანეიტრალეს.
დრონების შეტევის შედეგად დროებით შეჩერდა „შერემეტიევოს” „ვნუკოვოს“ „პულოკოვოსა“ და „ტუნოშას“ აეროპორტების მუშაობა. ადგილობრივები აფეთქებების შესახებ ასევე იუწყებიან: ლენინგრადში, ველიკი ნოვგოროდში, ვორონეჟსა და იაროსლავლში.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ შვიდი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მისივე ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი.