თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა.
როგორც აღინიშნა, ამჟამად რუსეთში მყოფი ექვსი უკრაინელი არასრულწლოვანი უკრაინაში საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდება.
თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ მეშვიდე უკრაინელი ბავშვი ოჯახს წევრებთან აპრილის ბოლოს დაბრუნდება.
„მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხად რჩება. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ერთგული რჩება მუდმივი თანამშრომლობისაკენ და ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ამ საშინელ ომზე მაღლა დააყენებს“, - თქვა მელანია ტრამპმა.
2025 წლის აგვისტოში მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „მშვიდობის წერილი“ მისწერა, რომელშიც მას გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. დონალდ ტრამპმა წერილი კრემლის ლიდერს ალასკის სამიტამდე გადასცა.