აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტე არ სჭირდება და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გამოიჩინონ ინიციატივა მისი განბლოკვის მიზნით. ამის შესახებ ტრამპმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ „შესანიშნავ მდგომარეობაშია“, რადგან ის ნავთობის იმპორტს ჰორმუზის სრუტით არ ახდენს.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ სჭირდება სრუტეში ნაოსნობის აღდგენა, და ამაზე მისმა მომხმარებლებმა უნდა იზრუნონ.
„შეერთებული შტატები თითქმის არ ახორციელებს ნავთობის იმპორტს ჰორმუზის სრუტის გავლით და არც მომავალში აპირებს მის იმპორტს. ჩვენ ის არ გვჭირდება... და ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს ჰორმუზის სრუტით იღებენ, ამ სრუტეზე უნდა იზრუნონ. მათ ის უნდა დაიცვან. მათ უს უნდა დაიკავონ და დაიცვან. მათ ამის გაკეთება ადვილად შეუძლიათ“, - თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატები „შეიძლება სასარგებლო იყოს“ ასეთ ოპერაციაში, მაგრამ ინიციატივა სხვა ქვეყნებიდან უნდა მოდიოდეს. ამერიკის ლიდერმა ასევე ურჩია მათ, ნავთობი ვაშინგტონიდან შეიძინათ ან „წავიდნენ და ჰორმუზის სრუტეში აიღონ“.
„ასე, რომ, იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც საწვავის მიღება არ შეუძლიათ, რომელთაგან ბევრი უარს ამბობს ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე - ამის გაკეთება მოგვიწია - წინადადება მაქვს.
პირველი, იყიდეთ ნავთობი ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ჩვენ ის უხვად გვაქვს. ძალიან ბევრი გვაქვს. და მეორე, გამოიჩინეთ დაგვიანებული გამბედაობა. ეს ადრე უნდა გაგეკეთებინათ. ეს ჩვენთან ერთად უნდა გაგეკეთებინათ, როგორც გთხოვეთ. წადით და უბრალოდ აიღეთ, დაიცავით, გამოიყენეთ თქვენთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ასეთი ოპერაცია, სავარაუდოდ, მარტივი უნდა იყოს, რადგან ირანი „ფაქტობრივად განადგურებულია“.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპის თქმით, სრუტე „ბუნებრივად გაიხსნება“ სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ.