აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შუამავლებს „მკაფიო გარანტიები“ მისცეს, რომ, ირანის ომის შესაჩერებლად მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი სამიზნეები არ იქნებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ პაკისტანმა ვაშინგტონს სთხოვა ჩარევა, რათა ისრაელმა ორი თანამდებობის პირი თავისი სამიზნეების სიიდან ამოიღოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასა და სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც მედიაციის პროცესშია ჩართული, განაცხადა, რომ გარანტიები ირანთან კომუნიკაციის ხელშეწყობისა და არაპირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით სხვა რეგიონული შუამავლების მოთხოვნითაც გაიცა.
სპარსეთის ყურის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ის გარანტიები „გადამწყვეტი“ იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, სპიკერი ან მათი გუნდები ლიკვიდაციის სამიზნე არ ყოფილიყვნენ.