თბილისში, ლოზუნგით - “ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცავთ დამოუკიდებლობას!” მსვლელობა მიმდინარეობს.
როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, ისინი პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავზე მივლენ და პატივს მიაგებენ.
"31 მარტს, გამთენიისას, მთელი მოსახლეობა ბოშებიც კი გვერდში გვედგნენ, ტაშს გვიკრავდნენ, რომ რეფერენდუმმა გაიმარჯვა და გაიმარჯვა საქართველომ. ამ დიდი ისტორიული ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ეს იყო ჩემთვის შოკირება, როდესაც სრულიად საქართველომ, აქ მაცხოვრებელმა მცირე ერებმა, მთლიანად დაგვჭირეს მხარი, 95 პროცენტმა, რეფერენდრუმს - არა რუსეთს. დღეს მე შეგნებულად გამოვედი ჩემი ეროვნული დროშით, - განაცხადა მსვლელობის მონაწილემ.
მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ისინი სკანდირებენ: “დიდება დამოუკიდებელ საქართველოს”; “ზვიად გამსახურდიას გაუმარჯოს”.