შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლებში საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომა შეცვალა, ის აღარ არის კეთილი ჰეგემონი, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა 22 მარტს განაცხადა.
„ძველად, როდესაც აშშ კეთილგანწყობილი ჰეგემონი იყო, ის ჯერ მოკავშირეებთან კონსულტაციებს გადიოდა - ლიბიასთან, ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებით - და ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან თანხმობას ითხოვდა“, - განაცხადა მან The Telegraph-თან ინტერვიუში.
სტუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ირანთან ომის დროს მიდგომა შეცვალა: მან არცერთი მოკავშირე არ გააფრთხილა სამხედრო ოპერაციის შესახებ და კონფლიქტი ისრაელთან ერთად დაიწყო.
ფინეთის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების ახალი როლის კონკრეტული შეფასებისგან თავი შეიკავა თუმცა აღნიშნა, რომ ის „სხვა ტიპის ჰეგემონს“ წააგავს.