რამდენიმე წუთის წინ კავკასიის მედიცინის ცენტრში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ. ისინი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან.
ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასევე გაეცნო მიხეილ ყაველაშვილი, კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრებიც.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.