დუბაის აეროპორტმა მგზავრებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ფრენების დროებით შეაჩერა.
დუბაის პოლიციამ განაცხადა, რომ დროებით ჩაკეტეს დუბაის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილი და გვირაბი, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აეროპორტის მიმდებარედ დრონის ჩამოვარდნის შედეგად საწვავის საცავში ხანძარი გაჩნდა.
მანამდე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე რეაგირებდნენ მას შემდეგ, რაც დრონთან დაკავშირებულმა ინციდენტმა საწვავის ავზი დააზიანა.
„აეროპორტის გზაზე და აეროპორტის გვირაბში მოძრაობა დროებით შეჩერებულია. მძღოლებს ვურჩევთ, ისარგებლონ ალტერნატიული მარშრუტებით“, - ნათქვამია პოლიციის მიერ Х -ზე გავრცელებულ განცხდადებაში.